ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის, კორონავირუსის ვაქცინა პირველმა საკუთარ თავზე გამოსცადოს
loader

Breaking news

ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის, კორონავირუსის ვაქცინა პირველმა საკუთარ თავზე გამოსცადოს

  • ტრამპი აცხადებს რომ მზად არის კორონავირუსის ვაქცინა პირველმა საკუთარ თავზე გამოსცადოს

თბილისი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ  მზად არის, კორონავირუსის ვაქცინა პირველმა საკუთარ თავზე გამოსცადოს.

მისივე თქმით, თანახმაა, არაამერიკული ვაქცინაც გამოსცადოს, თუ უფრო ადრე დამზადდება და უსაფრთხო პრეპარატი იქნება.

სავარაუდოდ, ყველაზე ადრე ფართომასშტაბიანი გამოყენებისთვის ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა იქნება მზად, რომელიც კლინიკური ცდის მესამე სტადიას უკვე გადის.

"მე მინდა ვაქცინა, რომელიც მუშაობს, საერთოდ არ მაღელვებს, თუ მას ვინმე სხვა დაამზადებს", - აღნიშნა ტრამპმა.

იქამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეების ვაქცინაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება, 2020 წლის ბოლომდე კი ვაქცინის 100 მილიონი დოზის დამზადება იგეგმება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე