"არაფერზე უკან არ დავიხევ, არაფერს არ დავთმობ"
loader

Breaking news

"არაფერზე უკან არ დავიხევ, არაფერს არ დავთმობ"

  • არაფერზე უკან არ დავიხევ არაფერს არ დავთმობ

თბილისი: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილის პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობა.

"ესე იაროს ადამიანმა და ამდენი აბები ყლაპოს, მარტო გულის რევას გამოიწვევდა, აღარ არის უკვე ტყუილები. იმას არკვევენ ჩემს მიერ წარდგენილი სურათები თურმე ცრუ ყოფილა და იმას არ არკვევენ ავტომობილი, რომ არ იდგა. დაიწყონ, რაც უნდა ის უქნიათ, არკვიონ ახლა რა არის სიცრუე, მაშინ მეც მოვახდენ რეაგირებას, როგორ აყალბებენ მტკიცებულებებს და თავიანთი თავი თვითონ დაიჭირონ, დაიჭირონ ის ადამიანები, ვინც მფარველობს მკვლელებს, ვინც არიან ჩართული თავიდან ბოლომდე თამუნა ბაჩალიაშილის მკვლელობაში და მაგას კიდევ დავამტკიცებ ვინ არის, სად მიდის გზები. არაფერზე უკან არ დავიხევ, არაფერს არ დავთმობ", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე