დაბა ბაკურიანში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
loader

Breaking news

დაბა ბაკურიანში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

  • დაბა ბაკურიანში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
  • დაბა ბაკურიანში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

თბილისი: დაბა ბაკურიანში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით მოირეცხა საკარანტინო ზონების მიმდებარე ტერიტორია და დაბის ქუჩები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახური სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველკვირეულ რეჟიმში ატარებს. სპეციალური ხსნარებით ირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე ბანკების, სასურსათო მარკეტების, ბენზინგასამართი სადგურებისა და სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიები. დეზინფექცია უტარდება, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებსა და მათ გარე სივრცეებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე