"კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება"
loader

Breaking news

"კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება"

  • კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას 34 კი თბილისს უკავშირდება

თბილისი: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას, 11 ქობულეთს, 3 ქედას, 1 შუახევს, 34 თბილისს, 11 იმერეთს, 4 ქვემო ქართლს, 3 - გურიას, 1 კახეთს უკავშირდება. 

"კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაგვემატა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში გვაქვს 3 019 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: აჭარა არის 129, აქედან 114  ბათუმს უკავშირდება, ქობულეთი - 11,  ქედა – 3, შუახევი – 1. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში – 11, ქვემო ქართლში რუსთავის სახით 4, გურიაში 3, ერთი შემთხვევა კი კახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში განკურნებულთა პროცენტული მაჩვენებელი 46-ია.

"გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მხოლოდ 13-ით გაიზარდა. იყო 1 422 და არის 1 435. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 46 პროცენტია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე