გოგი მეშველიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
loader

Breaking news

გოგი მეშველიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

  • გოგი მეშველიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისი: "ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ბოლნისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორგანიზაციების საქმიანობასა და კანდიდატის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გაიცვალა. ასევე განიხილეს თუ როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რა პროგრამებსა და პროექტებზე გაკეთდება აქცენტები.

"ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობა მიმდინარე პრიცესებში, შესაბამისად, მივესალმები მათ აქტიურ მონაწილეობას და ყველანაირად შევუწყობ ხელს“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე