"დღეს ქართულ პოლიტიკას სჭირდება საქმის გაკეთება, ახალი სტანდარტის შემოტანა, სწორედ ამ საქმით მოვდივართ ჩვენ"
loader

Breaking news

"დღეს ქართულ პოლიტიკას სჭირდება საქმის გაკეთება, ახალი სტანდარტის შემოტანა, სწორედ ამ საქმით მოვდივართ ჩვენ"

  • დღეს ქართულ პოლიტიკას სჭირდება საქმის გაკეთება ახალი სტანდარტის შემოტანა სწორედ ამ საქმით მოვდივართ ჩვენ

თბილისი: "ლელო" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა და ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი წარუდგინა. 

"ლელოს" ლიდერებმა, როგორც რეგიონის პრობლემებზე, ასევე ლელოს "მარშალის გეგმაზე" ესაუბრა. 

მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს განუცხადა, რომ არჩევნებისა და "ლელოს" გამარჯვების შემდეგ პარტიის ლიდერები მათთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ და პირველი სამი თვიდან 4 წლის ჩათვლით ყველა მათგანს გააცნობენ,  თუ რას აკეთებს პარტია მათთვის. 

"ყოველი ასეთი შეხვედრის დროს დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ თქვენგანთან. დღეს ქართულ პოლიტიკას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კონკრეტული საქმის გაკეთება და ახალი სტანდარტის შემოტანა, ამ საქმით მოვდივართ ჩვენ, ამ საქმეს კი ჰქვია ნდობა.  როდესაც მე ვლაპარაკობ დღეს თქვენ წინაშე, 100 დღის შემდეგ მოვალ ისევ ჩემს მეგობრებთან ერთად და რა გავაკეთეთ ამ დღეების განმავლობაში, ყველაფერს გეტყვით. ამას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი, რადგან თქვენთან უშუალო შეხვედრისას მე და ჩემი გუნდი ჩვენი მუშაობის სამი თვის ანგარიშს წარგიდგენთ. 4 წელში კი ლელოს "მარშალის გეგმის" შევასრულებთ და ამას თქვენ ყველანი ნახავთ. ამ გეგმაში მთავარი ადგილი უჭირავს ჩვენს იდენტობას, რომელსაც არ დავკარგავთ და ისე განვვითარდებით," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ლელოს" თავმჯდომარემ საუბრის დასასრულს იმ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგიონებში არსებობს. ხაზარაძის თქმით, ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო მათი პარტიის მთავარი ამოცანაა. 

"ზესტაფონი, ჭიათურა, ტყიბული, რუსთავი - ამ ქალაქებში უნდა გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა, რადგან ძალიან ბევრია ამის გამო დაავადებული ადამიანი. გამომწვევი მიზეზი ყველამ ვიცით, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მიზეზი დღეს ბიზნესადაა მონათლული. მე ბიზნესიდან მოვდივარ და ხმამაღლა ვამბობ, რომ ეს ბიზნესი არ არის. როდესაც თანამშრომელს ექცევიან უდიერად და მის ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან, უფრო მეტიც, გარემოს აბინძურებენ, ეს არ არის ბიზნესი. ბიზნესი არის საქმე, რომელსაც აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ არის შეკრული მაფიასთან და იხდის გადასახადებს, სწორედ ამ ბიზნესს დავამკვიდრებთ ჩვენ ამ ქვეყანაში", - განაცხადა ხაზარაძემ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე