ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს
loader

Breaking news

ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს

  • ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს

მინსკი: ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს. ამის შესახებ ლუკაშენკომ ქალთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, იძულებულია საზღვარი უკრაინასთანაც გააძლიეროს.

"იძულებულები ვართ, გავიყვანოთ ჯარი ქუჩებიდან. ნახევარი არმიის მობილიზება მოვახდინოთ და დავხუროთ დასავლეთ საზღვრები, უპირველეს ყოვლისა ლიეტუვასთან და პოლონეთთან. სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულები ვართ გავაძლიეროთ სახელმწიფო საზღვარი ჩვენს მოძმე უკრაინასთან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე