ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ოპერაცია ჩატარდა
loader

Breaking news

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ოპერაცია ჩატარდა

  • ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ოპერაცია ჩატარდა

თბილისი: "ღირსეული პარტნიორის" ფარგლებში ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ოპერაცია - ობიექტის დაპყრობა და წმენდა ჩატარდა. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის ოცეული და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გურქების ლოჯისტიკური პოლკის ასეული მონაწილეობდა. სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული სამედიცინო საევაკუაციო ვერტმფრენი „შავი ქორი“.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სცენარის მიხედვით, კომბინირებული ოპერაცია ობიექტზე არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახებით დაიწყო. ობიექტზე, რომელიც მოწინააღმდეგის მხარეს ჰქონდა დაკავებული, ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ქვედანაყოფის მიერ გარღვევა განხორციელდა.

ობიექტის დაპყრობისა და წმენდის ოპერაციის შესრულებისას ერთი სამხედრო დაიჭრა. მას ადგილზე დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიზნით, ამერიკული „შავი ქორით“ საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე