"ბელარუსის არჩევნები გაყალბებულია, ამიტომ ლუკაშენკოს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მივიჩნევთ"
loader

Breaking news

"ბელარუსის არჩევნები გაყალბებულია, ამიტომ ლუკაშენკოს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მივიჩნევთ"

  • ბელარუსის არჩევნები გაყალბებულია ამიტომ ლუკაშენკოს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მივიჩნევთ

ბრიუსელი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის "არალეგიტიმურ" პრეზიდენტად მიიჩნევს, რადგან რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნები "გაყალბებულია".

ამის შესახებ ბორელმა ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

"ბელარუსის არჩევნები გაყალბებულად მიგვაჩნია, ამიტომ ლუკაშენკოს ბელარუსის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მივიჩნევთ", - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ბორელმა კიდევ ერთხელ დაგმო ბელარუსის უსაფრთხოების ძალების მკაცრი ქმედებები მომიტინგეების მიმართ.

მისივე თქმით, 24-25 სექტემბერს ევროსაბჭოს რიგგარეშე სხდომის დროს ბელარუსის არჩევნების შედეგების გაყალბებაში პასუხისმგებელი ბელარუსიის ოფიციალური პირების წინააღმდეგ შესაბამისი სანქციები იქნება შეთანხმებული.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 80.1% მიიღო.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე