საქართველო და რუსეთი ლოგისტიკურად ჭრიან „ჩახლართულ კვანძს“
loader

Breaking news

საქართველო და რუსეთი ლოგისტიკურად ჭრიან „ჩახლართულ კვანძს“

  • საქართველო და რუსეთი ლოგისტიკურად ჭრიან ჩახლართულ კვანძს

კიევი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კარასინმა მიაღწიეს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ დაასრულონ მუშაობა 2011 წელს რუსეთ-საქართველოს შორის „სავაჭრო დერეფნის“ შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. საუბარია რუსეთ-საქართველოს რკინიგზის მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენაზე, რომელიც საქართველოს ყოფილ ავტონომიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გადიოდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეთანხმება ზემოთხსენებული ხელშეკრულების რეალიზებაზე მიღწეულ იქნა პრაღაში გამართულ მოლაპარაკებებზე. კერძოდ საკითხი ეხება შვეიცარიულ კომპანიასთან SGS-თან კონტრაქტის გაფორმებას, რომელიც მზად არის საქონლის რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში გადაზიდვის პროცესი გააკონტროლოს ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ე.წ. სავაჭრო დერეფნების გავლით.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, საკონსულტაციო მოლაპარაკებების ციკლი დასრულებულია და მხარეები შეუდგებიან კონკრეტული პროექტის რეალიზებას.

თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კარასინმა დასძინა, იმის გამო, რომ მკვეთრად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, დადგა დრო გადაიდგას რეალური ნაბიჯები საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი სავაჭრო პირობების შესაქმნელად.

ადრე მხარეები ვერ აღწევდნენ შეთანხმებას რიგი მიზეზების გამო. მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც ცნობილია, საქართველო არ აღიარებს აღნიშნულ ტერიტორიებს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს, რუსეთი კი თავის მხრივ არ ეთანხმებოდა ყოფილი ავტონომიური ქვეყნების სტატუსის დაქვეითებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთ-საქართველოს რკინიგზის კომუნიკაციის განახლების შესახებ დიამეტრალურად განსხვავებულ აზრს გამოხატავენ სხვა რეგიონალური მოთამაშეებიც სომხეთი და აზერბაიჯანი.

სომხეთი დაინტერესებულია გაიხსნას პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა მის მთავარ სავაჭრო პარტნიორ რუსეთთან, რადგან სომხეთის სატრანსპორტო ბლოკადა გამოწვეულია არცახი-აზერბაიჯანის კონფლიქტის, მტრულად განწყობილი აზერბაიჯანის და თურქეთის მიერ, რაც ძირს უთხრის სომხეთის ლოგისტიკურ რესურსებს და არ აძლევს ქვეყნის ეკონომიკას ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას.

ამ მიზეზით, აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული სომხეთის ბლოკადიდან გაღწევის პროცესში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება საქართველოს რკინიგზის მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა, გაზრდის სომხეთის შესაძლებლობებს და აზერბაიჯანულ-თურქული ტანდემი სომხეთის ეკონომიკის წინააღმდეგ კრახით დასრულდება.

სამართლიანი იქნება ვაღიაროთ, რომ მიუხედავად საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებებისა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე, უნდა მოვიკრიბოთ მოთმინება და დაველოდოთ ამ მიმართულებით პრაქტიკულ ნაბიჯების გადადგმას, რადგან საკითხი არამარტო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არამედ გეოპოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება, სადაც სომხეთის, საქართველოს, რუსეთს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები იმდენად ურთიერთგამომრიცხავია, რომ მომავალში მოვლენათა განვითარების განსაზღვრა საკმაოდ რთულია.




პოლიტიკური მიმომხილველი არმან აბოვიანი


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე