ირანელი მოჭიდავე, რომელიც ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდა, სიკვდილით დასაჯეს
loader

Breaking news

ირანელი მოჭიდავე, რომელიც ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდა, სიკვდილით დასაჯეს

  • ირანელი მოჭიდავე რომელიც ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდა სიკვდილით დასაჯეს

კიევი: ირანის ხელისუფლებამ 27 წლის მოჭიდავე ნავიდ აფკარი სიკვდილით დასაჯა.

ნავიდ აფკარი 2018 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სხვა ბრალდებებთან ერთად ის უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფაშიც დაადანაშაულეს.

უზენაესმა სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო და 74 როზგი და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

დაკავებულია ასევე ნავიდ აფკარის ორი ძმა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ოფიციალურ თეირანს, აფკარისთვის გამოტანილი განაჩენი სისრულეში არ მოეყვანათ, რადგან მისი თქმით, ახალგაზრდას ბრალი მხოლოდ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში მონაწილეობაში მიუძღვოდა.

ამის შემდეგ ირანის ოფიციალურმა ტელევიზიამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ნავიდ აფკარი ბრალს აღიარებდა. უფლებადამცველების თქმით, სპორტსმენს აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე