"ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად დაიწყო
loader

Breaking news

"ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად დაიწყო

  • ღირსეული პარტნიორი 2020 ოფიციალურად დაიწყო

თბილისი: მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2020" ოფიციალურად დაიწყო, ღონისძიებას, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა, მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ.

2020 წელს სწავლებაში საქართველოს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების დროს საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო ტექნოლოგიებს გაეცნობიან; გამოცდიან მრავალეროვნულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობებს; ერთმანეთს გაუზიარებენ სხვადასხვა ტიპის ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების გამოცდილებას. 

საერთაშორისო სწავლება საქართველოში წელს მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, აშშ-სა და სხვა პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესება. ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. სწავლება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე