"ღირსეული პარტნიორი 2020" დღეს ოფიციალურად იხსნება
loader

Breaking news

"ღირსეული პარტნიორი 2020" დღეს ოფიციალურად იხსნება

  • ღირსეული პარტნიორი 2020 დღეს ოფიციალურად იხსნება

თბილისი: "ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელსაც საქართველო წელს მეხუთედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე იხსნება და 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. 

წელს მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველო ნატო-ს წევრ ოთხ ქვეყანასთან ერთად – აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და პოლონეთი მონაწილეობს.

სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე