"გვახსოვდეს, მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი"
loader

Breaking news

"გვახსოვდეს, მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი"

  • გვახსოვდეს მომავალი მშვიდობიანი და კეთილია დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი

თბილისი: დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა მოსახლეობას მოუწოდა, არ შეუშინდეს გაჭირვებას და უსამართლობას.

"ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტებას მოაქვს დიდი ნაკლი ადამიანისათვის.

სიონი და თბილისელები არიან როგორც დედა-შვილი, თბილისი არის შვილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სიონისა. უნდა ითქვას, რომ თბილისი და სიონი თანატოლები არიან. არ უნდა გაგიტყდეს გული, როცა ნახავ, რაღაც უსამართლობას. ქართველი ადამიანი მოწყალეა.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. ჩვენ გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ გაჭირვებას ხალხისას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისთვის. ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში ადამიანი ბედნიერია. იყავით ბედნიერები, იყავით გახარებული, სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ, ყოველთა. ჯვარი გეწეროთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე