იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვებას გეგმავს
loader

Breaking news

იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვებას გეგმავს

  • იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვებას გეგმავს

კიევი: იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე გადადგომას გეგმავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერი უახლოეს საათებში განაცხადებს.

სინძო აბე გადადგომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აპირებს. ის მრავალი წლის განმავლობაში წყლულოვანი კოლიტით არის დავადებული, თუმცა ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გაუარესდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სინძო აბე ამის გამო საავადმყოფოში ორჯერ მოხვდა.

აღნიშნული დაავადება სინძო აბეს გადადგომის მიზეზი 2007 წელსაც გახდა, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2012 წლის დეკემბერში სინძო აბე პრემიერ-მინისტრად კვლავ აირჩიეს.

სინძო აბე იაპონიის ისტორიაში მთარობის მეთაურის პოსტზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მყოფი პრემიერია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე