ირანმა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალები გამოაქვეყნა
loader

Breaking news

ირანმა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალები გამოაქვეყნა

  • ირანმა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალები გამოაქვეყნა

კიევი: ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ მოხსენება გამოქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ორი სარაკეტო დარტყმით იქნა ჩამოგდებული.

მისივე ცნობით, დარტყმებს შორის შუალედი 25 წამი იყო.

გარდა ამისა, ორგანიზაციის მონაცემებით, პირველი სარაკეტო დარტყმის შემდეგ უკრაინული ლაინერის ეკიპაჟი და მგზავრები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. 

"პირველი რაკეტის მოხვედრიდან 19 წამის შემდეგ, კაბინაში პილოტების ხმა მიუთითებს, რომ მგზავრები ცოცხლები არიან. 25 წამის შემდეგ თვითმფრინავს უკვე მეორე რაკეტა ხვდება", - აღნიშნულია მოხსენებაში.

თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე