ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდასტურდა
loader

Breaking news

ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდასტურდა

  • ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდასტურდა

კიევი: ცნობილ მსახიობს ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ბანდერასი "ტვიტერზე" წერს.

"მინდა გაცნობოთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს, იძულებული ვარ, 60 წლის იუბილე აღვნიშნო კარანტინში, რადგან კორონავირუსზე ჩემი ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა", - წერს მსახიობი.

მისივე თქმით, თვითიზოლაციის დროს აპირებს, წეროს, იკითხოს და სამომავლო გეგმები დასახოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 200 მილიონს გადააჭარბა, მათგან 700 ათასზე მეტი გარდაიცვალა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე