ბეირუთში მომიტინგეებმა სამინისტროს შენობა დაიკავეს, ერთი ძალოვანი მოკლულია, დაშავებულია ასზე მეტი ადამიანი
loader

Breaking news

ბეირუთში მომიტინგეებმა სამინისტროს შენობა დაიკავეს, ერთი ძალოვანი მოკლულია, დაშავებულია ასზე მეტი ადამიანი

  • ბეირუთში მომიტინგეებმა სამინისტროს შენობა დაიკავეს ერთი ძალოვანი მოკლულია დაშავებულია ასზე მეტი ადამიანი

კიევი: ლიბანში საპროტესტო აქციის დროს მინიმუმ ერთი სამართალდამცველი მოკლეს.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, სამარალდამცველებს და მომიტინგეებს შორის შეტაკების შედეგად 172 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთაგან 55 უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს, 117-ს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიჭრნენ. მანამდე პარლამენტის შენობაში სცადეს შეჭრა, რა დროსაც, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მომიტინგეები 4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქის ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ, რასაც 135 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 000-მდე კი დაშავდა


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე