ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა

  • ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა

კიევი: ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 5000-ზე მეტი ადამიანი.

დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ბეირუთის პორტში ორი ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ამონიუმის ნიტრატის დიდი მარაგი გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. მეცნიერების შეფასებით, ბეირუთში აფეთქება ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრის 10%-ის ეკვივალენტური იყო


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე