საფრანგეთის პრეზიდენტი 6 აგვისტოს ბეირუთს ეწვევა
loader

Breaking news

საფრანგეთის პრეზიდენტი 6 აგვისტოს ბეირუთს ეწვევა

  • საფრანგეთის პრეზიდენტი 6 აგვისტოს ბეირუთს ეწვევა

კიევი: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ლიბანს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

ელისეის სასახლის ინფორმაციით, მარკონი ბეირუთში გამგზავრებას 6 აგვისტოს გეგმავს.

მისივე ცნობით, შეხვდება ქვეყანის პოლიტიკოსებს, მათ შორის პრეზიდენტ მიშელ აუნის და პრემიერ ხასან დიაბის.

გარდა ამისა, საფრანგეთი ლიბანს აფეთქების შედეგად დაშავებულთათვის ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის.

"დღეს ბეირუთში სამი სამხედრო თვითმფრინავი გაფრინდება: ერთი სამედიცინო პერსონალით, ორი კი ჰუმანიტარული დახმარებით და შსს-ს პეციალისტების გუნდით", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.

4 აგვისტოს ბეირუთში მომხდარი ორი ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 4000-ზე მეტი დაშავდა. 300 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე