კიევი: უკრაინამ საქართველო კორონავირუსის გამო "წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შეიყვანა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "საქართველოდან უკრაინაში ჩასული მოქალაქეები ვალდებული არიან ან 14-დღიან იზოლაციაში იყვნენ, ან დღე-ღამის განმავლობაში ტესტი ჩაიტარონ, ან თან ჰქონდეთ საზღვრის გადაკვეთამდე 48 საათით ადრე გაკეთებული ტესტის პასუხები".
საქართველოს გარდა, "წითელი ზონის" სიაში ასევე მოხდვნენ ჩინეთი, უნგრეთი, გერმანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, პოლონეთი, საფრანგეთი და რუსეთი.