"მამუკა ბახტაძე ნამდვილად იქნებოდა საპარლამენტო გუნდისთვის შენაძენი, თუმცა სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში"
loader

Breaking news

"მამუკა ბახტაძე ნამდვილად იქნებოდა საპარლამენტო გუნდისთვის შენაძენი, თუმცა სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში"

  • მამუკა ბახტაძე ნამდვილად იქნებოდა საპარლამენტო გუნდისთვის შენაძენი თუმცა სავარაუდოდ ის არ იქნება პროპორციულ სიაში

თბილისი: პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში არ იქნება.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, მამუკა ბახტაძესთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გაიმართა.

"მამუკა ბახტაძეს აქვს დიდი და პოზიტიური გამოცდილება, ნამდვილად იქნებოდა საპარლამენტო გუნდისთვის შენაძენი, თუმცა სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში, ვინაიდან მას უფრო სხვანაირად წარმოუდგენია სამომავლო კარიერა. ის საკმაოდ გამოცდილი და კომპეტენტურია საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით აქვს დიდი გამოცდილება და გუნდს ამ პოზიციებზე დაეხმარება. პოლიტიკური კონსულტაციები იყო მასთან და ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ის სიაში თავს არ განიხილავს“, – განაცხადა თალაკვაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე