"ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა"
loader

Breaking news

"ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა"

  • ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა

თბილისი: რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა.

პატრიარქმა მრევლს წმინდა ილია მართლის დღესასწაული მიულოცა.

"ქრისტეს მიერ საყვარელნო, ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ილია მართლის დღესასწაულს. დღეს ტრადიციული დღესასწაულია. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რომ იყოს კავშირი თაობათა შორის. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე უნდა გადასცეს ახალგაზრდებს. ვუსურვებ, რომ პატივი სცენ მამასა და დედასა თვისსა, უფროსს თაობას, რათა დღეგრძელი იყვნენ და კეთილდღეობა სუფევდეს მათთან. ღმერთმა გაგაძლიეროთ. 

ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და მსოფლიოს მფარველი. უფალმა გაკურთხოთ ერი თვისი მშვიდობით. გაიხარეთ ორთავე სოფელსა შინა“,- განაცხადა პატრიარქმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე