მამიდაშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
loader

Breaking news

მამიდაშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

  • მამიდაშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისი: მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 24 წლის მამაკაცს ფოთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ თვლის და ბრალს არ აღიარებს.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრონლებმა ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ყოფილი სამხედრო რამდენიმე დღის დააკავეს. დაზარალებულის თქმით, მან ნათესავზე სექსუალურად იძალადა. საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე