რუხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გადმოიყვანეს
loader

Breaking news

რუხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გადმოიყვანეს

  • რუხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გადმოიყვანეს

თბილისი: რუხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გადმოიყვანეს. 56 წლის ქალბატონი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი გადმოყვანა, ქართულ მხარესთან შეთანხმებით კატასტროფის ბრიგადის მიერ მოხდა.

ცნობილია, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაცვლილ ერთ-ერთ პაციენტს მკურნალობდა.

ქალბატონის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს. ის მკურნალობის კურსს რუხის საავადმყოფოში გაივლის.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე