ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში "ტიკ-ტოკს" აკრძალავს
loader

Breaking news

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში "ტიკ-ტოკს" აკრძალავს

  • ტრამპი აცხადებს რომ აშშ-ში ტიკ-ტოკს აკრძალავს

კიევი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაციის "ტიკ-ტოკის“ გამოყენებას აკრძალავს. 

"რაც შეეხება "ტიკ-ტოკს", ჩვენ მას აშშ-ში ავკრძალავთ", - აღნიშნა ტრამპმა.

შესაბამის განკარგულებას ტრამპი ხელს დღეს მოაწერს.

აშშ-ის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ ჩინური კომპანია „ბაითდენსის“ მფლობელობაში არსებული აპლიკაცია ჩინეთის მხრიდან შესაძლოა, ამერიკელების პერსონალური მონაცემების შესაგროვებლად ჯაშუშობისთვის იყოს გამოყენებული.

"ტიკ-ტოკის" პლიკაცია უკვე აკრძალა ინდოეთმა, ავსტრალია კი საკითხის განხილვის პროცესშია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე