უკრაინელმა სამართალდამცველებმა პოლტაველი ტერორისტი მოკლეს
loader

Breaking news

უკრაინელმა სამართალდამცველებმა პოლტაველი ტერორისტი მოკლეს

  • უკრაინელმა სამართალდამცველებმა პოლტაველი ტერორისტი მოკლეს

კიევი: უკრაინის პოლიციამ ერთი კვირის წინ პოლტავაში სამართალდამცველის გამტაცებელი მოკლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშენკო წერს.

"ყველაფერი გვიან ღამით, სამართალდამრღვევის დაკავების სპეცოპერაციის დროს მოხდა, როდესაც საფრთხე პოლიციელის სიცოცხლეს დაემუქრა, სნაიპერმა მამაკაცის ლიკვიდაცია მოახდინა", - აღნიშნა მან. 

მამაკაცი ადრე ნასამართლევი, ადგილობრივი 32 წლის რომან სკრიპნიკი აღმოჩნდა.

23 ივლისს სამართალდამცველები პოლტავაში მანქანის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების ოპერაციას ატარებდნენ, რა დროსაც თავდამსხმელმა ხელყუმბარა ამოიღო და მისი აფეთქების მუქარით მძევლად პოლიციის პოლკოვნიკი აიყვანა. რამდენიმე საათში კი სკრიპნიკმა კიევისკენ მიმავალ გზაზე მძევალი ავტომობილში დატოვა და ტყეს შეაფარა თავი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე