აშშ-ში ორი მსუბუქძრავიანი თვითმფრინავების შეჯახებას 7 ადამიანი ემსხვერპლა
loader

Breaking news

აშშ-ში ორი მსუბუქძრავიანი თვითმფრინავების შეჯახებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

  • აშშ-ში ორი მსუბუქძრავიანი თვითმფრინავების შეჯახებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

კიევი: ალასკაზე მსუბუქძრავიანი თვითმფრინავების შეჯახებას 7 ადამიანი ემსხვერპლა.

დაღუპულთა შორისაა შტატის ერთ-ერთი კანონმდებელი გარი კნოპი, რომელიც თვითმფრინავში მარტო იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფაში მონაწილე მეორე თვითმფრინავით 6 ტურისტი სამხრეთ კაროლინადან მოფრინავდა.

საჰაერო ინციდენტი კენაის ნახევარკუნძულის ქალაქ სოლდოტნას აეროპორტის მახლობლად მოხდა. ავიაკატასტროფის შედეგად, 6 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

67 წლის რესპუბლიკელი გარი კნოპი შტატის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული უმრავლესობის წევრი იყო. ტურისტები კი 23-დან 26-წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე