"საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს"
loader

Breaking news

"საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს"

  • საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს

თბილისი: პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს  აუდიტორული კომპანია  KPMG  ჩაატარებს.  საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, არჩევანი კონკურსში მონაწილე სამ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას შორის გააკეთა. გამარჯვებულად,  საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით   KPMG  დასახელდა.

"ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს სამი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეული“ წევრი- Ernst&Young, Deloitte Touche-Tohmatsu და KPMG იღებდა. გაიმარჯვა KPMG -მა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად  სესიაზე წარვუდგენთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური წინადადებები კომისიის წინა სხდომაზე, ხოლო ფინანსური წინადადებები დღეს, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლების თანდასწრებით  გაიხსნა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე