"მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცი და ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება"
loader

Breaking news

"მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცი და ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება"

  • მივდივარ თადარიგში მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცი და ყოველთვის იქ ვიქნები სადაც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება

თბილისი: მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცი და ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება, – ამის შესახებ გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე განაცხადა.

თავდაცვის ძალების მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უფლებამოსილებას დღეს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილს გადააბარა.

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, რომლებმაც მისი მუშაობის პერიოდში მაქსიმუმი გააკეთეს, რათა თითოეული ჯარისკაცი ყოფილიყო წარმატებული.

"ჩემი გამოსვლა მინდა, დავიწყო მადლიერებით და მადლობა ყველა ადამიანს, რომლებმაც ჩემი სამსახურის პერიოდში მაქსიმუმი გააკეთეს, რათა მე, როგორც თავდაცვის მეთაური და თითოეული ჯარისკაცი ყოფილიყო წარმატებული. მადლობა თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, ვთვლი, რომ ჩვენი მუშაობის პერიოდში გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა, მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. მადლობა თავდაცვის მინისტრს, რადგან მოსვლის დღიდან მისი პრიორიტეტი იყო ჯარისკაცის კეთილდღეობა, სოციალური პირობების გაუმჯობესება. ძალზედ ადვილია ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც არის საქართველოზე უზომოდ შეყვარებული და ადვილი ურთიერთობაში ამას აქვს არსებითად დიდი მნიშვნელობა. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ყოფილ მინისტრს, მასთან ერთად ვიმუშავე სამი წელი, ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მადლობა პარლამენტის წევრებს, ირაკლი სესიაშვილს ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა წლების განმავლობაში. მადლობა ჩემს მოადგილეებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ყველა პროექტში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით სამი წლისა და შვიდი თვის განმავლობაში. მადლობა თითოეულ სარდალს, რომელმაც ჩვენ მხარდამხარ შექმნეს და გარდაქმნეს, ჩვენი თანამედროვე ჯარის რეალობა. მადლობა დეპარტამენტის უფროსებს, რომლებმაც ინსტიტუციურად წინ წაწიეს თავდაცვის ძალები და შექმნეს რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითო ინსტიტუცია, როგორიც არის თავდაცვის ძალები და მისი სისტემები. მადლობა სერჟანტთა შემადგენლობას, ეს არის ჩვენი ჯარის ხერხემალი, სწორედ მათზე დგას ჯარის დისციპლინა და ჯარისკაცების კეთილდღეობა. მადლობა გარდაცვლილი ჯარისკაცების მშობლებს, ოჯახის წევრებს. ყველა დაღუპული გმირის, ჯარისკაცის მშობლებს მინდა, ქედი მოვუხარო და მადლობა გადავუხადო, რომ მათ გაზარდეს საქართველოს ერთგული შვილები. მადლობა ჩვენს დაჭრილ მეომრებს, რომლებიც დღესაც ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს, ჩვენი პარაოლიმპიელები არაერთგზის ასახელებენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ქართულ დროში კიდევ და კიდევ მაღლა წევენ. მადლობა თითოეულ მათგანს და ქედს ვიხრი მათ წინაშე“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

გენერალ-მაიორმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს წევრ ქვეყნება, ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს შეიარაღებულ ძალებს და მის წარმომადგენლებს საქართველოში.

"მათი როლი ჩვენი ჯარის აღმშენებლობის საქმეში უკიდურესად მნიშვნელოვანია. მინდა, ვუსურვო წარმატებები ჩემს მეგობარს გენერალ-მაიორ მათიაშვილს, განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ჩემს ადგილს იკავებს ღირსეული, პატიოსანი, მაღალი დონის პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, გერენარ-მაიორ მათიაშვილი ბევრად უკეთესად გააკეთებს იმ საქმეს, რაშიც სამი წელი და შვიდი თქვე ვიყავი შეჭიდებული. ის არის უაღრესად კეთილშობილი, მაღალი დონის პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, ის არის უკეთესი, ვიდრე მე ვიყავი ჩემს თანამდებობაზე. წარმატება მას. მინდა, მადლობა გადავუხადო სრულიად ჩვენს ჯარს თავდაცვის ძალებს, მათი როლი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში არის მნიშვნელოვანი, ჩვენი პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის ნატო-ში გაერთიანება, თითოეული ჯარისკაცი ჩვენი ინსტიტუცია დე ფაქტო არის ნატო-ს წევრი, ამას ჩვენ ვამტკიცებთ სწავლებებში და იმ მისიებში, რომლებშიც ჩვენ ვმონაწილეობთ პარტნიორებთან ერთად. მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცი და ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან გადაიბარა, რომელიც თავდაცვის ძალებს 2018 წლიდან მეთაურობდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე