"ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის ბრძოლა ხანდახან სიცოცხლისთვის სახიფათოა, მაგრამ არ ვაპირებ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას ან დანებებას"
loader

Breaking news

"ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის ბრძოლა ხანდახან სიცოცხლისთვის სახიფათოა, მაგრამ არ ვაპირებ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას ან დანებებას"

  • ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის ბრძოლა ხანდახან სიცოცხლისთვის სახიფათოა მაგრამ არ ვაპირებ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას ან დანებებას

თბილისი: ვერავინ ვერ მასწავლის პროფესიის პატივისცემას და რამდენიც არ უნდა შეფუთონ "კეთილშობილური" მიზნებით ჩემი დევნა, მონას ჩემგან ვერასდროს ვერ მიიღებს ვერავინ, ტყუილად ირჯებიან, - ამის შესახებ ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

"პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, უდიდესი სითბოს, განუზომელ მხარდაჭერას და სიყვარულს ვიღებ ეს დღეები. ვაღიარებ, ეს ძალიან მჭირდება და ძალას მმატებს. განსაკუთრებული სითბოა, როდესაც მთხოვენ ჯანმრთელობას გავუფრთხილდე. მესმის მათი, რადგან ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის ბრძოლა ხანდახან სიცოცხლისთვის სახიფათოა.

მაგრამ, არ ვაპირებ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას ან დანებებას. არა იმიტომ, რომ თანამდებობას ვერ შეველევი (ჯერ ერთი ეს პროფესია მიყვარს, დიდი ადამიანური რესურსი მაქვს ჩადებული ნოტარიატის განვითარებაში და იმედი მაქვს კიდევ ჩავდებ), არამედ იმიტომ, რომ უნდათ ცუდი მაგალითი მისცენ სხვა ადამიანებს, დაშინების, გატეხვის, დამონების, აზრის პოლიციის დაკანონების და ეს ჩვენ ერთად არ უნდა დავუშვათ.

ჩვენი თავისუფლების დაცვა არის აქ მთავარი ამბავი, ამის გარეშე არც ერთ თანამდებობას, არანაირ მატერიალურ სიკეთეს აზრი არ აქვს თუ ის ღირსების საპირწონედ უნდა გქონდეს. პირველ რიგში ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებიც ვაზროვნებთ, ვაფასებთ, გვიყვარს, მოგვწონს ან არ მოგვწონს და მხოლოდ ამის შემდეგ რაღაც პროფესიის წარმომადგენლები.

ვერავინ ვერ მასწავლის პროფესიის პატივისცემას და რამდენიც არ უნდა შეფუთონ ,,კეთილშობილური" მიზნებით ჩემი დევნა, მონას ჩემგან ვერასდროს ვერ მიიღებს ვერავინ, ტყუილად ირჯებიან.

ამაში უფრო დავრწმუნდი ეს დღეები და ამის ძალა მომეცით თქვენ.

ბრძოლა გამარჯვებამდე იქნება. მე როგორც იას შვილს, არც მაქვს სხვა უფლება. ის იყო და არის სინათლე, რომელიც აუცილებლად ამარცხებს ბნელს, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. ჰოდა, აქ ვარ მეც. კიდევ ერთხელ ძალიან მიყვარხართ", - წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.

ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა 18 ივნისს შეუჩერდა.  


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე