"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს და მედიას, თავი შეიკავონ პიროვნებებზე, მათ შორის დიპკორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისგან"
loader

Breaking news

"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს და მედიას, თავი შეიკავონ პიროვნებებზე, მათ შორის დიპკორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისგან"

  • მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს და მედიას თავი შეიკავონ პიროვნებებზე მათ შორის დიპკორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისგან

თბილისი: საქართველოში შვეიცარიის საელჩო საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება.

"საელჩო საქართველოში მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და მიიჩნევს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა გაზრდის საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლობას პარლამენტის ახალ შემადგენლობაში. 

შვეიცარია დაეხმარება საქართველოს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, რომელიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ კომპრომისს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და მედიას, თავი შეიკავოს პიროვნებებზე, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე