უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას 15 ივნისიდან აღადგენს
loader

Breaking news

უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას 15 ივნისიდან აღადგენს

  • უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას 15 ივნისიდან აღადგენს

კიევი: უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას 15 ივნისიდან გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ავიამიმოსვლა აღდგება ასევე თურქეთთან, საბერძნეთსა და კვიპროსთან.

"უფრო ზუსტ მონაცემებს, ერთი კვირის განმავლობაში გავაჟღერებთ", - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, კრიკლის თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე იტალიასა და ესპანეთთან ფრენის აღდგენა ჯერ არ იგეგმება.

"ჩვენ ვხსნით მიმართულებას ორი პირობის გათვალისწინებით, პირველი - თუ ქვეყანა ასევე იხსნება ჩვენი მიმართულებით და მეორე - ეპიდემიოლოგიური სიტუაცია", - განაცხადა მინისტრმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე