"ჰონგ კონგი ჩინეთისგან ავტონომიური აღარ არის"
loader

Breaking news

"ჰონგ კონგი ჩინეთისგან ავტონომიური აღარ არის"

  • ჰონგ კონგი ჩინეთისგან ავტონომიური აღარ არის

ვაშინგტონი: სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს შეატყობინა კონგრესს, რომ ჰონგ კონგს ჩინეთისგან ავტონომიურად აღარ მიიჩნევს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

"დღეს მე ვაცნობე კონგრესს, რომ ჰონგ კონგი მეტად აღარ არის ჩინეთისგან ავტონომიური, თუ გავითვალისწინებთ ადგილზე არსებულ მდგომარეობას. აშშ ჰონგ კონგელ ხალხთან ერთად დგას“, – წერს მაიკ პომპეო „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი აპირებს მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს პეკინს, ჰონგ კონგში ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლობები გახსნას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე