თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა
loader

Breaking news

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

  • თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

თბილისი: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს. ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის პროფესიონალურად და ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ქართველ მშვიდობისმყოფელებს სულიერი სიმტკიცე, მისიის წარმატებით დასრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

ქაბულიდან ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) მეთაური ოსტინ სკოტ მილერი ჩაერთო და მისიის სახელით თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამერიკელმა გენერალმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს მისიის მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და ავღანეთის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის მინისტრმა სკოტ მილერს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ მსახური საამაყოა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე