"უამინდობის გამო საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 - თბილისში, დაზიანდა 13 ავტომობილი"
loader

Breaking news

"უამინდობის გამო საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 - თბილისში, დაზიანდა 13 ავტომობილი"

  • უამინდობის გამო საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 260 შეტყობინება აქედან 240 - თბილისში დაზიანდა 13 ავტომობილი

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 - თბილისში. არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება.

"შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა.

ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, დაზიანდა 13 ავტომობილი.

მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე