კიევში დეპუტატი ვალერი დავიდენკო გარდაცვლილი იპოვეს
loader

Breaking news

კიევში დეპუტატი ვალერი დავიდენკო გარდაცვლილი იპოვეს

  • კიევში დეპუტატი ვალერი დავიდენკო გარდაცვლილი იპოვეს

კიევი: უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ვალერი დავიდენკო საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს.

მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ცეცხსასროლი იარაღი ცხედართან ახლოს აღმოაჩინეს.

"ეს სიმართლეა, ცხედარი აღმოაჩინეს მისი ოფისის ტუალეტში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. იარაღი იქვე იყო. ყველა ვერსია განიხილება, მკვლელობაც, თვითმკვლელობაც, თვითმკვლელობის ინსცენირებაც", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მოწმდება სათვალთვალო კამერები, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალია.

ვალერი დავიდენკო იყო მერვე და მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადას დეპუტატი, 2019 წლის 6 დეკემბრიდან ასევე იყო სადეპუტატო ჯგუფ "ნდობის“ წევრი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე