"მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები, ზოგიერთი მათგანის სახელის ხსენებაც არ მინდა"
loader

Breaking news

"მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები, ზოგიერთი მათგანის სახელის ხსენებაც არ მინდა"

  • მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები ზოგიერთი მათგანის სახელის ხსენებაც არ მინდა

თბილისი: ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები, ზოგიერთი მათგანის სახელის ხსენებაც არ მინდა, - ასე ეხმაურება ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ხათუნა ქვარცხავა სოციალურ ქსელში "ბოლო ზარს".

“ეს ჩემთვის 26-ე გამოშვებაა. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ ბოლო სურვილებს, მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, დიდ უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელის ხსენებაც არ მინდა. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემ ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ, თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით, რომ პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიისმცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლი მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!!!”, - წერდა პედაგოგი ფეისბუქ სტატუსში, რომელიც მოგვიანებით წაშალა.




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე