ოჯახში ძალადობის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს
loader

Breaking news

ოჯახში ძალადობის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს

  • ოჯახში ძალადობის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ა. კახეთში დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს,1975 წელს დაბადებულ ე.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე