უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა
loader

Breaking news

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა

  • უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა

კიევი: 22 მაისის დილის მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსის 20 148 დადასტურებული შემთხვევაა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 442 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 29 ბავშვი და 74 მედიკოსია. 9 ადამიანი დაიღუპა, 358 კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის აქტიური 12 975 შემთხვევაა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 20 148 დადასტურებული შემთხვევიდან 1 434 ბავშვია, 3 907 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი.

სულ გამოჯანმრთელებულია 6586 ადამიანი, 588 კი გარდაიცვალა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე