ქუთაისში, სულხან-საბას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
loader

Breaking news

ქუთაისში, სულხან-საბას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

  • ქუთაისში სულხან-საბას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

თბილისი: ქუთაისში, სულხან-საბას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, მიმდინარე წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ავანგარდის დასახლებაში  დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავანგარდის დასახლებაში  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო.  უკვე დასრულდა გზის მეორე ნაწილზე მუშაობაც.  სულხან-საბას გამზირზე დაიგო  ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო  ღვარსადენი სისტემა, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები

დასახლებაში ფაქტობრივად დასრულებულია ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებიც. სკვერის ტერიტორიაზე გაშენდა მწვანე ნარგავები, მოეწყო მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, დაიდგა ძელსკამები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს  განათების სისტემის დამონტაჟება. 

სულხან-საბას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება- აშენდება ქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი. ავტოპარკის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე