"19 მაისი ყოველი ჩვენთაგანისთვის მტკივნეული დღეა"
loader

Breaking news

"19 მაისი ყოველი ჩვენთაგანისთვის მტკივნეული დღეა"

  • 19 მაისი ყოველი ჩვენთაგანისთვის მტკივნეული დღეა

თბილისი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის 4 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით დაღუპულის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

"გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა.

19 მაისი ყოველი ჩვენთაგანისთვის მტკივნეული დღეა, ვინაიდან, ადამიანის სიცოცხლის დაცვის უფლება საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი პრინციპების უმთავრესი კრიტერიუმია, რომელიც სამწუხაროდ, ამ დღეს არ იქნა დაცული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახის წევრებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება სამართლის აღსრულება და დამნაშავე პირი პასუხს აგებს სისხლის სამართლის შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე