კიევი და თბილისი ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე შეთანხმდნენ
loader

Breaking news

კიევი და თბილისი ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე შეთანხმდნენ

  • კიევი და თბილისი ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე შეთანხმდნენ

კიევი: უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს.

უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით,  უკრაინულმა ავიაკომპანიებმა რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით ქართულ მხარეს უკვე მიმართეს.

თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი მზად არის, რეგულარული საერთაშორისო რეისებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან გახსნას.

"პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და უკრაინას შორის პანდემიამდე ძალიან აქტიური იყო. სამი უკრაინული ავიაკომპანია ასრულებდა რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის ქალაქებში. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმისა და პროტოკოლის დაცვით, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ უსაფრთხო, „მწვანე კორიდორის“ შექმნა ჩვენს ქვეყნებს შორის. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ავიაკომპანიებიც გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ფრენები აღადგინონ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკის სხვა სფეროებშიც. ნათია თურნავამ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია პოსტკრიზისული პერიოდში საქართველოს მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე