წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი სილამაზის სალონებში რეკომენდაციების დაცვას ადგილზე გაეცნო
loader

Breaking news

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი სილამაზის სალონებში რეკომენდაციების დაცვას ადგილზე გაეცნო

  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი სილამაზის სალონებში რეკომენდაციების დაცვას ადგილზე გაეცნო

თბილისი: წყალტუბოში სილამაზის სალონებმა მუშაობა განაახლეს.  მუნიციპალიტეტის მერი  გრიგოლ იოსელიანი  სილამაზის სალონებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვას ადგილზე გაეცნო და დარგის წარმომადგენლებს გაესაუბრა.  

"სილამაზის სალონებისთვის და ესთეტიკის ცენტრებისთვის შემუშავებული რეგულაციები სამუშაო სივრცეში კორონავირუსის პრევენციას ისახავს მიზნად და მათი დაცვა  სავალდებულოა, დაწესებული სტანდარტები  არ წარმოადგენს სირთულეს და მნიშვნელოვანია მომსახურების  ამ სფეროს ეფექტური  და უსაფრთხო   მუშაობისთვის", - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.  

სილამაზის სალონების  ფუნქციონირების ძირითადი  სტანდარტი ითვალისწინებს რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას, საერთო სივრცეში ხუთ კვადრატულ მეტრზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი. ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს. თითოეულ სამუშაო უბანს შორის   მინიმუმ ორმეტრიანი დისტანციის დაცვას,  ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის  ისეთი  ბარიერების გამოყენებას  (მოძრავი კედლები/შირმა და ა.შ.), რომელიც ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას.

გაუმჯობესებული ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 18 მაისიდან საქართველოს მასშტაბით სილამაზის სალონებმა მუშაობა დაიწყეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე