კიევი: უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინი 22 ივნისამდე გახანგრძლივდა.
ამის შესახებ ლიაშკომ ტელეკომპანია "1+1"-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საკარანტინე ზომები ეტაპობრივად შემსუბუქდება.
"ჩვენ კვლავ ვიქნებით პლატოზე. ამასთან, ჩვენ არ შეგვიძლია გავითვალისწინოთ სეზონურობა. ჩვენ ასევე არ ვიცით, როგორ მოიქცევა ვირუსი ზაფხულში ჩვენს პირობებში. ჩვენ ვამბობთ, რომ კარანტინს 22 ივნისამდე გავაგრძელებთ, მაგრამ ეს შემარბილებელი ზომებით იქნება ადაპტირებული, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე", - განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.