"საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა"
loader

Breaking news

"საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა"

  • საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე ეს ჩვენი ბედია ეს ჩვენი ჯილდოა

თბილისი: საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა და ოჯახის სიმტკიცის ისაუბრა.

"ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, რაც საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელს, რომ წყალობა მოეღო საქართველოზე. დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს. სადაც სარწმუნოება ჭეშმარიტია, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შესდგება ცოლისგან, ქმარისა და შვილებისგან. ქალის ხასიათი, განსხვავებული ხასიათები აქვს, მაგრამ იმათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერია, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა, ხალხი გაამთლიანა საქართველოსი, საქართველო გახდა ერთიანი“, – განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, დღეს მოხდება თბილისის ქუჩების ხატის თანხლებით შემოვლა და იშხურება ნაკურთხი წყალი, რაც „განამტკიცებს ქალაქს“.

"მე მინდა, მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელთა სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა. ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ“, – აღნიშნა ილია მეორემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე