ევროპარლამენტის თანამშრომლების პირადმა მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა
loader

Breaking news

ევროპარლამენტის თანამშრომლების პირადმა მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა

  • ევროპარლამენტის თანამშრომლების პირადმა მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა

კიევი: ევროპარლამენტის 1200 თანამშრომლის პირადმა მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა. ინფორმაცია შეიცავს ევროპარლამენტის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების ანგარიშებს და კოდირებულ პაროლებს. 

ღია წვდომაში ასევე აღმოჩნდა ევროკავშირის საკითხების 15 ათასი სპეციალისტის პირადი მონაცემები.

კიბერშეტევა შეეხო ევროპარლამენტის უმსხვილესი ფრაქციის "ევროპის სახალხო პარტიის“ წევრებსაც. პარტიის წარმომადგენლის პედრო ლოპეს დე პაბლოს განცხადებით, მონაცემთა ბაზა ელექტრონული ფოსტის მისამართებსა და პაროლებს შეიცავდა, თუმცა ის 2018 წლით თარიღდება.

მისივე თქმით, 2019 წლიდან პარტიის ახალი საიტი და სერვერი ამოქმედდა და აქტიური მონაცემები არ დაზარალებულა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ჰაკერებმა თითქმის 5 მილიონი ქართველის პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს