"მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა"
loader

Breaking news

"მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა"

  • მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

კიევი: უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა, - ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე "Темный рыцарь" ავრცელებს.

ბოლო საჯარო ღონისძიება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო, 14 მაისს გაიმართა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ტელეარხ "1+1"-ის სტუმარი იყო.

იქამდე 12 მაისს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.

დღეს კი უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ელჩებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, შეხვედრაში ვიდეოჩართვით მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე