კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს
loader

Breaking news

კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს

  • კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ ოჯახებს დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს

თბილისი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ საზეიმო წირვის შემდეგ ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, პატრიარქის კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

ავტო-კოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე