ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა
loader

Breaking news

ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა

  • ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა

კიევი: უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.  

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სააკაშვილის დანიშვნა ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს დაეხმარება. 

"გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს მისცეს იმპულსი რეფორმების ეროვნულ საბჭოს და დაეხმარება ქვეყანას მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში“, – აღნიშნავს ზელენსკი.

მიხეილ სააკაშვილის მოადგილედ ალექსანდრ ოლშანსკი დაინიშნა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე